ნიუ-იორკმა აკრძალა ტერმინი „არალეგალური უცხო“ (ILLEGAL ALIIEN), როდესაც ის გამოიყენება „ადამიანის შეურაცხყოფის, დამცირების ან შევიწროების მიზნით“, – ნათქვამია ქალაქის მიერ გავრცელებულ ახალ GUIDLINES-ში.
ქალაქის ახალი მითითებებით, რომლებიც გასულ კვირაში გამოცხადდა, ასევე აიკრძალა იმიგრანტის დისკრიმინაცია იმის საფუძველზე, თუ როგორ ფლობს იგი ინგლისურ ენას. იკრძალება „დისკრიმინაციული მოტივიდან გამომდინარე“ მუქარაც, რომ საიმიგრაციო ხელისუფლებას დაურეკავენ. ამ წესების დამრღვევს შესაძლოა 250 000 აშშ დოლარამდე ჯარიმა დაეკისროს.
სტატიაში, რომელსაც CNN აქვეყნებს, მოყვანილია კონკრეტული მაგალითიც: მიმდინარე თვის დასაწყისში ნიუ-იორკის მოსამართლემ ბინის მესაკუთრეს 17 ათასი აშშ დოლარის გადახდა დააკისრა, რადგან იგი დოკუმენტების არმქონე მდგმურს დაემუქრა, რომ საიმიგრაციო პოლიციას დაურეკავდა.
აი, ეს არის ამერიკა – აქ ადამიანებს კანონი და სახელმწიფო იცავს იმის მიუხედავად, აქვთ თუ არა დოკუმენტები!
ნიუ-იორკის მერი ბილ დე ბლაზიო (Bill de Blasio) მოუწოდებს ხელისუფლებას, რაღაც გზა გამონახოს სახელმწიფომ და არალეგალებს სტატუსი შეუცვალოს.
ჩემი მხრივ, მართლაც აბსურდად მიმაჩნია, რომ თუ ადამიანი ცხოვრობს ამ ქვეყანაში 10-15-20 წელი, პატიოსნად შრომობს და კარგის მეტს არაფერს აკეთებს, რატომ უნდა იყოს დამალული და სულ შიშის ქვეშ?!
თინა ბედიაშვილი
აშშ, 1-ლი ოქტომბერი, 2019 წელი
p. s. ამ ინფორმაციას სტინგის სიმღერაც მოუხდება – მართალია, სტინგი ნიუ-იორკში ლეგალურად მყოფ უცხოელზე მღერის, მაგრამ მაინც…
კომენტარები