კინო/ფილმებიმსოფლიოპოლიტიკასაზოგადოება
ვოლოდიმირ ზელენსკის პირადი მიწვევით, კიევში ტომ კრუზი ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პირადი მიწვევით, კიევში ცნობილი ამერიკელი მსახიობი ტომ კრუზი ჩავიდა. ზელენსკიმ საპატიო სტუმარს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
შეხვედრის დროს ტომ კრუზმა ზელენსკის უთხრა, რომ ახალი კინოპროექტისთვის ადგილის შერჩევის პროცესში უკრაინითაა დაინტერესებული.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტი ტომ კრუზს კინოს სფეროში საკუთარ გამოცდილებაზე ესაუბრა, აგრეთვე, ინფორმაცია მიაწოდა უკრაინაში მოქმედი ახალი კანონის შესახებ, რომელიც უცხოელი რეჟისორებისთვის კომპენსაციას ითვალისწინებს, თუ ისინი უკრაინაში ფილმს გადაიღებენ.
წყარო: 1tv.ge
კომენტარები