როგორ იცავს თავს მეგან მარკლი „ავი თვალისგან“?

ფოტო: india times
სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლი „ავი თვალისგან“ თავს 450 ფუნტ სტერლინგად შეფასებული სამკაულით იცავს. THE SUN-ის ცნობით, ეს სამკაული მეგანს სამხრეთ აფრიკაში პრინც ჰარისა და არჩისთან მოგზაურობის დროს ეკეთა. 

გამოცემა აზუსტებს, რომ 18-კარატიანი ოქროს ძეწკვი, ბრილიანტებით, თურქულ სტილშია დამზადებული. ოსმანეთის იმპერიის ლეგენდის თანახმად, ეს სამკაული ადამიანს იმ უარყოფითი ენერგიისგან იცავს, რომელიც შურიანი ადამიანებისგან მოდის, აგრეთვე, ამ სამკაულს შეუძლია ნეგატიური ენერგიის გაფანტვა.

წყარო: imedinews.ge

კომენტარები