მსოფლიოსაზოგადოებასპორტი

რაგბის მსოფლიო თასზე იაპონიაში იტალიამ კანადა დაამარცხა და ლიდერობას ინარჩუნებს

რაგბის მსოფლიო თასზე იაპონიაში დღეს კიდევ ერთი მატჩი გაიმართა, რომელშიც იტალიამ კანადა დაამარცხა ანგარიშით 48:7 და B ჯგუფში 10 ქულით ლიდერობს.

მატჩმა მთლიანად ევროპელთა უპირატესობით ჩაიარა და მათი გამარჯვება წუთითაც არ დამდგარა ეჭვქვეშ: ჩრდილოამერიკელებმა პირველი ქულების მოპოვება მხოლოდ 70-ე წუთზე მოახერხეს, როდესაც იტალია უკვე 36:0 იგებდა.

მომდევნო თამაში ორივე გუნდს სამხრეთ აფრიკასთან აქვს. კანადა ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს 28 სექტემბერს დაუპირისპირდება, იტალია კი – 4 ოქტომბერს.

როგორც იცით, საქართველოს ნაკრებმა პირველი მატჩი უელსის წინააღმდეგ 23 სექტემბერს გამართა და ანგარიშით 14:43 დამარცხდა. პირველი ტაიმი ბორჯღალოსნებმა აშკარად ჩააგდეს.

მეორე ტაიმში გუნდმა თამაში გააუმჯობესა და მეტოქეს ორი ლელო დაუდო, თუმცა სიტუაციის გამოსასწორებლად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

29 სექტემბერს საქართველოს ნაკრები მეორე მატჩს გამართავს ურუგვაის ნაკრებთან. უელსის გუნდთან განცდილი მარცხის შემდეგ ბორჯღალოსნები მოგებას და პირველი ქულების აღებას გეგმავენ.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close