იტალიასაზოგადოება

ტრაგიკული შემთხვევა იტალიაში: სანადიროდ წასულმა კაცმა საკუთარი მამა მოკლა

იტალიის პოლიციამ დააკავა ტახზე სანადიროდ წასული 34 წლის კაცი, რომელმაც საკუთარი მამა მოკლა. CORIERRE.IT-ის ინფორმაციით, შემთხვევა სიჩინიანო დელი ალბურნიში (სალერნო, კამპანია), ქალაქ პოსტილიონეს მახლობლად, ერთ-ერთ ტყეში კვირა დილით მოხდა.

კარაბინერების მიერ ფაქტების რეკონსტრუქციის თანახმად, მამა-შვილი ერთად წავიდა ტახზე სანადიროდ, ისინი მთიან ადგილას, ხშირ ტყეში, ძნელადმისადგომ ადგილას იმყოფებოდნენ. რაღაც მომენტში შვილს გამხმარი ტოტების ტკაცა-ტკუცი შემოესმა, მისი ძაღლებიც აყეფდნენ, რაც ნადირის მოახლოების მომასწავებლად მიიღო, აჩრდილი დაინახა და მისი მისამართით ისროლა, თუმცა ტახის ნაცვლად საკუთარი მამა დაჭრა მუცლის ქვედა ნაწილში. მან მაშინვე დარეკა საგანგებო სიტუაციების სამსახურში, თუმცა ადგილზე მისულმა ექიმებმა 55 წლის მარტინო გაუდიოზოს გადარჩენა ვერ შეძლეს.

აღსანიშნავია, რომ მამა-შვილი არასანქცირებულ ზონაში იმყოფებოდა, სადაც ტახზე ნადირობის სეზონი ოფიციალურად არ იყო გახსნილი, ამიტომ 34 წლის მამაკაცს 2 დანაშაულისთვის მოუწევს პასუხისგება- გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობისა და აკრძალულ ზონაში ნადირობისთვის.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close