ალცჰაიმერის დაავადება – უახლესი მიდგომა (ვიდეო)

ალცჰაიმერის დაავადება არის თავის ტვინის ფუნქციონირების დარღვევა, რომელიც ხასიათდება კოგნიტური ანუ შემეცნებითი უნარების ეტაპობრივი დაქვეითებით. ალცჰაიმერის სიმპტომები პირველად სამოცი წლის ასაკში იჩენს თავს, თუმცა ცვლილებები თავის ტვინში ბევრად ადრე იწყება. ალცჰაიმერის დაავადებას ბევრი საერთო აქვს დემენციასთან, მესამე სტადიაზე მას დემენციის ქვეტიპადაც კი მოიხსენიებენ.

ალცჰაიმერით დაავადებულთა ასაკი 60-80 წლამდე მერყეობს, თუმცა დაავადებულთა 5%-ს ისეთი ადამიანები შეადგენენ, რომელთა ასაკიც 40-50 წელია. ალცჰაიმერის დაავადება არ იკურნება, თუმცა მკურნალობა მაინც საჭიროა რეგრესის შესანელებლად.

პირველად ეს დაავადება აღმოაჩინა ექიმმა ალცჰაიმერმა1906 წელს, თავისი პაციენტის თავის ტვინზე დაკვირვებით, რომელიც უცნაური დაავადებით გარდაიცვალა.

თუ გაინტერესებთ ამ დაავადებაზე მეტი ინფორმაცია, მოუსმინეთ გადაცემას:

კომენტარები