მიგრაციამსოფლიოსაზოგადოებაქართველები უცხოეთშისაქართველო

ინგუშებმა როსტოველ ქართველებს ეკლესიის ასაშენებლად მიწა აჩუქეს

ინგუშეთის პრეზიდენტი 1993-2001 წლებში, რუსლან აუშევი ჰყვება, თუ როგორ აჩუქეს ინგუშებმა რუსეთის ქალაქ დონის როსტოვში მცხოვრებ ქართველებს ეკლესიის ასაშენებლად მიწის ნაკვეთი. ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ ეკლესია შენდება და მალე იქ ქართველი მოძღვარი დაიწყებს მსახურებას.

რუსლან აუშევის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ქალაქ დონის როსტოვში ეთნიკური ქართველების დიდი დიასპორა ცხოვრობს. მათი არასრული დათვლებით ათობით ათასს აღემატება (ღმერთმა ქნას, მილიონამდე გახდნენ). როსტოველი ქართველების უხუცესებმა გადაწყვიტეს, ქალაქში ქართული მართმადიდებლური ეკლესია უნდა იყოს. შეუკვეთეს ესკიზი და სამუშაო პროექტი, რომელიც უმოკლეს ვადებში წარმატებით გააკეთეს. ამ ეკლესიის აღსამართად შეარჩიეს და გამოისყიდეს საუკეთესო ადგილი როსტოვის ცენტრში, ბოდრაიას ქუჩაზე. თუმცა, ქალაქის ხელისუფლებამ პროექტი მხოლოდ იმ მიზეზით არ დაამტკიცა, რომ მიწის ფართობი ეკლესიის არქიტექტურული გადაწყვეტისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ეკლესიის ასაშენებლად ქალაქში ვერ მოიძებნა შესაფერისი თავისუფალი ფართობი, რადგანაც იგი საკმაოდ მჭიდროდ არის დასახლებული.

გამოსავალი იყო მხოლოდ ერთი – ეკლესია ქალაქის საზღვრებს გარეთ უნდა გადაეტანათ. ამ შემთხვევაში ასაკოვანი ქართველების უმეტესობა სიშორის გამო ვერ შეძლებდა ეკლესიაში სიარულს. ამ გარემოებამ სერიოზულად გააწბილა როგორც ქართული საზოგადოება, ისე მშენებლობის სპონსორები.

როგორც ქართველებმა გაარკვიეს, ქალაქის ცენტრში, იმ მიწის ნაკვეთთან, რომელიც არასაკმარისი აღმოჩნდა, მდებარეობდა რამდენიმე ინგუშის სახლი. მას შემდეგ, რაც ინგუშებმა შეიტყვეს, რომ ქართული ეკლესიის ასაშენებლად მიწა არ კმაროდათ, ქართულ თემს საკუთარი ნაწილი უსასყიდლოდ გადასცეს.

ინგუშების კეთილშობილური საქციელი ნუ გაგაოცებთ. ეს არის ურთიერთპატივისცემა, რომელიც ქართველ და ინგუშ ხალხს შორის საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბდა. ქართველები ყოველთვის, ინგუშებისთვის მძიმე პერიოდში, ამტკიცებდნენ თავიანთ ერთგულებას ინგუშებთან საუკუნოვანი და ნათესაობისა და ძმობის მიმართ.

მე არ დავასახელებ იმ უნგუშების სახელებს – ეს თავად მოისურვეს. დაე, უფალმა დალოცოს ისინი. დაე, თავისი მსგავსი ღირსეული შთამომავლები ჰყავდეთ“.

„რეგინფო“ დონის როსტოვში ქართული ეკლესიის მშენებლობასთან დაკავშირებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს დაუკავშირდა. როგორც საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ გვითხრა, ამ საკითხზე დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით არ აქვთ.

reginfo.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close