საზოგადოებასაქართველო

ზესტაფონში ბუნებრივი აირის ნამწვით დედა და ორი შვილი გარდაიცვალნენ

ზესტაფონში 24 წლის ქალი და მისი ორი მცირეწლოვანი შვილი გარდაცვლილი 16 სექტემბერს იპო­ვეს.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, ახ­ლა­გაზ­რდა ქალი მე­უღ­ლეს­თან გა­შო­რე­ბუ­ლი იყო და მცი­რე­წლო­ვან შვი­ლებ­თან ერ­თად ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში მარ­ტო ცხოვ­რობ­და. ბავშვები 2 და 4 წლისანი იყვნენ.

გარ­დაც­ვლი­ლი მი­რან­და სხი­ლა­ძე ზეს­ტა­ფო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ილე­მი­დან იყო.

„2 კვი­რის გად­მო­სუ­ლი იყო ზეს­ტა­ფონ­ში ქი­რით, მა­ნამ­დე სო­ფელ­ში ცხოვ­რობ­და, მშობ­ლებ­თან ერ­თად. გა­და­წყვი­ტა ქა­ლაქ­ში წა­მო­სუ­ლი­ყო და რა­ი­მე საქ­მით და­კა­ვე­ბუ­ლი­ყო, მაგ­რამ არ დასცალდა… დღეს მთე­ლი დღე ურე­კავ­დნენ მშობ­ლე­ბი, მაგ­რამ რომ არ უპა­სუ­ხა, შემ­დეგ მის­მა სი­ძემ მო­ა­ხერ­ხა ფან­ჯრი­დან გა­დას­ვლა და ეს ამ­ბა­ვი დახ­ვდა… სა­მი­ვე, დე­დაც და შვი­ლე­ბიც სავარძელში გარ­დაც­ვლი­ლი ნა­ხეს, რო­გორც ჩანს, სა­ღა­მოს ტე­ლე­ვი­ზორს უყუ­რებ­დნენ“, – თქვა AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას ნა­თე­სა­ვმა.

არსებული ინფორმაციით, 24 წლის ქალისა და მისი ორი მცირეწლოვანი შვილის გარდაცვალების მიზეზი არასწორად დამონტაჟებული წყლის გამაცხელებლი გახდა.

პირველადი დათვალიერებით გამოიკვეთა, რომ გამაცხელებელი წესების დარღვევით იყო დამონტაჟებული. „სოკარ ჯორჯიაში“ განმარტავენ, რომ კორპუსი არაგეგმურად აპრილში შემოწმდა და არასწორად დამონტაჟების ცხრა შემთხვევა გამოვლინდა. ბინა კი, სადაც ტრაგედია მოხდა, დაკეტილი იყო და ვერ შეამოწმეს. საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა და ბინა დალუქულია. მომხდარის შემდეგ იმერეთის გუბერნატორმა საგანგებო სხდომა ჩანიშნა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერები და „სოკარ ჯორჯიას“ წარმომადგენლები დაესწრებიან. შეხვედრის მთავარი თემა ამ კუთხით უსაფრთხოების ზომების გამკაცრება იქნება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close