იტალიამიგრაციასაზოგადოება

იტალია: აივნიდან ჩამოვარდნილი 5 წლის ბიჭი 20 წლის იმიგრანტმა ჰაერში დაიჭირა

5 წლის ბიჭი, რომელიც იტალიის ერთ-ერთ კომუნაში საცხოვრებელი სახლის მე-2 სართულის აივნიდან ჩამოვარდა, 20 წლის უცხოელმა იმიგრანტმა ჰაერში დაიჭირა. შემთხვევა კაზალმაიოკოში (ლოდი, ლომბარდია) მოხდა. ამის შესახებ იტალიური გამოცემები იუწყებიან.

ბავშვი არგენტინელმა იმიგრანტმა, 20 წლის ანხელ მიკაელ ვარგას ფერნანდესმა გადაარჩინა. ახალგაზრდა კაცმა, რომელიც ავტოსამრეცხაოში მუშაობდა, შორიდან დაინახა, რომ ბიჭუნა აივნის მოაჯირიდან გადაძვრა, ბალუსტრადას ეჭიდებოდა დ ყვიროდა. მან უსწრაფესად მიაყენა აივნის ქვეშ „მერსედესის“ მარკის ფურგონი, რომლის რეცხვაც იმწუთას დაამთავრა, და მასზე აძვრა, რომ ბავშვს მიახლოებოდა. თუმცა ბავშვი სხვა მხარეს გადაჩოჩდა და ჩამოვარდა. ახალგაზრდა კაცი  ფურგონიდან გადახტა, ბავშვი ჰაერში დაიჭირა და მიწაზე დაეცა.

ორივე, გადარჩენილი ბავშვიც და მისი მხსნელიც, მილანის ვიცოლო პრედაბისის საავადმყოფოში გადაიყვანეს კონტროლისთვის, ყოველი შემთხვევისთვის, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება – 20 წლის ბიჭმა თავის მსუბუქი დაზიანება მიიღო, ბავშვს არაფერი მოსვლია, მხოლოდ შეეშინდა.

ლოდის პროკურატურამ საქმე აღძრა ბავშვის მშობლების წინააღმდეგ. მოწმეთა ჩვენებებით, 5 წლის ბიჭი სახლში, პრაქტიკულად, მარტო იმყოფებოდა იმ პერიოდში, როდესაც აივნიდან ჩამოვარდა.

რაც შეეხება 20 წლის ანხელ მიკაელს, იგი არგენტინის მოქალაქეა, იტალიაში 12 წლიდან იმყოფება, ლოდიში საღამოს კურსებზე ინფორმატიკას სწავლობს, დღისით კი არასრული სამუშაო განაკვეთით ბენზინგასამართ სადგურზე მუშაობს ავტოსამრეცხაოზე.

ანხელ მიკაელ ვარგას ფერნანდესი მილანის საავადმყოფოში 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close