მსოფლიოსაზოგადოებახელოვნებასაქართველო

დევიდ გარეტმა ქართველი გულშემატკივარი გოგონა სცენაზე აიყვანა და სიმღერა მიუძღვნა

13 სექტემბერს თბილისის სპორტის სასახლეში მევიოლინე დევიდ გარეტმა (DAVID GARRETT) კონცერტი გამართა და ახალი ალბომით UNLIMITED –LIVE 2019 თავის თაყვანისმცემლებთან ერთად საკუთარი შემოქმედების 10 წელი აღნიშნა.

გერმანელმა მუსიკოსმა საქართველოდან დაიწყო ევროპული ტურნე და მსმენელს დაუვიწყარი, ემოციებით სავსე საღამო აჩუქა.

დევიდმა ქართველი მსმენელისთვის სრულიად ახალ კომპოზიციებთან ერთად შეასრულა უკანასკნელი ათწლეულის თავისი ყველაზე პოპულარული კომპოზიციები, როგორიცაა: Smooth Criminal, Nothing Else Matter, He’s a Pirate, Viva la Viva,Thunderstrck.

საღამოს სიურპრიზების გარეშე არ ჩაუვლია. გარეტმა სცენაზე მისი გულშემატკივარი გოგონა აიყვანა და სიმღერა მიუძღვნა, ორგანიზატორებისგან კი დევიდს სახსოვრად ქართული ნაციონალური სამოსი – ჩოხა გადაეცა.

დევიდ გარეტი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარსკვლავია მსოფლიო მუსიკალურ სამყაროში. ვირტუოზ მუსიკოსს 3 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული, 24 ოქროს და 16 პლატინის ჯილდო აქვს მიღებული ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: გერმანია, ჰონგ კონგი, მექსიკა, სინგაპური, ტაივანი და ბრაზილია. მის პერფორმანსებზე მილიონობით ბილეთია გაყიდული.

primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close