fbpx
საზოგადოებასაქართველოსპორტი

ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპის ჩემპიონატზე 9 მედალი მოიპოვეს, აქედან 6 – ოქრო (ვიდეო)

საქართველოს ახალგაზრდა ძიუდოისტთა ნაკრებმა ფინეთის ქალაქ ვანტააში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე უდიდესი წარმატებით იასპარეზა – ქართველებმა 6 ოქროს, ერთი ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

საქართველოს ვაჟთა ნაკრების მონაგარია 5 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი, გოგონებმა კი ერთი ოქრო და ერთი ბრინჯაო აიღეს. საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველო პირველ ადგილზე გავიდა.

ფინეთში ევროპის ჩემპიონები გახდნენ: გიორგი თუთაშვილი (-66 კგ), ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ), ლაშა ბექაური (-90 კგ), ილია სულამანიძე (-100 კგ) და გელა ზაალიშვილი (+100 კგ). ოქრო მოიგო საქართველოს გოგონათა ნაკრების წევრმა ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ). აღსანიშნავია, რომ ეთო ქართული ძიუდოს ისტორიაში ახალგაზრდებს შორის პირველი ევროპის ჩემპიონი ქალია. ვერცხლის მედალი -81 კგ-ში ვლადიმერ ახალკაცმა მოიპოვა (ამ კატეგორიაში ფინალში ორი ქართველი დაუპირისპირდა ერთმანეთს).

ბრინჯაოს მედალოსნები გახდნენ მარიამ ჭანტურია (-70 კგ) და მიხეილ ბექაური (-90 კგ).

აღსანიშნავია, რომ ვაჟთა ნაკრებმა ოქრო მხოლოდ -60 კგ წონაში დათმო, -73-ში ქართველებს წარმომადგენელი არ ჰყოლიათ.

ხვალ გუნდური შეჯიბრებაა, იმედი გვაქვს, რომ ქართველები აქაც გვასახელებენ და პირველობას არავის დაუთმობენ.

ვიდეო: გელა ზაალიშვილი ფინალში იპონით ამარცხებს გერმანელ ერიკ აბრამოვს.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close