მსოფლიოხელოვნებასაზოგადოება

ესპანელი მომღერალი სცენაზე პიროტექნიკამ იმსხვერპლა (ვიდეო)

მადრიდის მახლობლად, ქალაქ ლას-ბერლანასში გამართულ ფესტივალზე სცენაზე პიროტექნიკის აფეთქებას 30 წლის ესპანელი მომღერალი და მოცეკვავე, ჯოვანა საინს გარსია ემსხვერპლა.

არტისტი კონცერტს ჯგუფ Super Hollywood Orchestra-ს შემადგენლობაში მართავდა, რომელიც ღონისძიების ჰედლაინერი იყო.

„სცენაზე ორი რაკეტა გაუშვეს. ერთი სწორი მიმართულებით წავიდა, მეორე კი მომღერალს მუცლის არეში მოხვდა”, – განუცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა გამოცემა The Mirror-ს.

უბედური შემთხვევა პირველ სექტემბერს კონცერტზე დამსწრე ათასამდე ადამიანის თვალწინ მოხდა. უგონო მდგომარეობაში მყოფი მომღერალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ჯოვანა საინს გარსია Super Hollywood Orchestra-ს წევრი და მთავარი ქორეოგრაფი იყო. ბენდი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საკუთარ შოუებში სისტემატურად იყენებდა პიროტექნიკას. არტისტებმა თავიანთ პერფორმანსებზე დღემდე 2 000-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს.

popmusic.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close