„გუგლმა“ 20 წლის წინ დაკარგულ გოგონას და მის მშობლებს ერთმანეთი აპოვნინა (ვიდეო)

4 წლის იულია გორინა 1999 წლის პირველ ოქტომბერს დაიკარგა ელექტომატარებელში მინსკი-ოსიპოვიჩი. მშობლები სადგურ-სადგურ დადიოდნენ ბავშვის საძებნად, ეკითხებოდნენ მის შესახებ მგზავრებს, ქუჩის მოვაჭრეებს, აკრავდნენ მის ფოტოსურათებს, მაგრამ უშედეგოდ. მილიციისადმი მიმართვა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ბავშვის დაკარგვის შესახებ ცნობების გამოქვეყნება, აგრეთვე, წარუმატებელი აღმოჩნდა.

რიაზანის სადგურზე უპატრონოდ მყოფი იულია ჯერ ინტერნატში აღმოჩნდა, შემდეგ კი იგი ოჯახმა იშვილა და მათთან იზრდებოდა. თავისი ნამდვილი ოჯახის მოძებნაში კი 24 წლის ახალგაზრდა დაეხმარა, რომელმაც 16 აგვისტოდან დაიწყო ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება საკვანძო სიტყვებით: „გოგონა იულია”, „ოთხი წლის”, „დაიკარგა ბავშვი”.

შედეგმა არ დააყოვნა და მან ბელარუსში დაკარგული გოგონას შესახებ ინფორმაცია ნახა. ბევრი რამ დაემთხვა, საბოლოოდ ბელარუსის სამართალდამცავ ორგანოებს დაურეკა და თავისი ძიების შედეგები გააცნო. ისინი დაუყოვნებლივ დაინტერესდნენ შესული შეტყობინებით და მალე 20 წლის წინ დაკარგული იულია მშობლებს შეახვედრეს.

info9.ge

კომენტარები