მედიცინამსოფლიოჯანმრთელობასაზოგადოება

ქალაქის დაბინძურებული ჰაერის სუნთქვა იგივეა, რაც დღეში ერთი კოლოფი სიგარეტის მოწევა – ახალი კვლევა

გსურთ იცოდეთ, რამდენად მძიმედ არის დაბინძურებული ჰაერი, რომელსაც ვსუნთქავთ? – ახალი კვლევის მიხედვით, ის შეიძლება ისეთივე საზიანო იყოს თქვენი ფილტვებისთვის, როგორც ერთი კოლოფი სიგარეტის მოწევა. ახალი მონაცემების საფუძველზე შეიძლება აიხსნას, რატომ იჩენს თავს სულ უფრო ხშირად არამწეველებში ფილტვის ის დაავადებები, რომლებიც, როგორც წესი, მოწევასთან არის დაკავშირებული.

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ქალაქის ჰაერში დამაბინძურებლების, განსაკუთრებით კი ოზონის მაღალი დონე ემფიზემის ისეთივე სწრაფად განვითარებას იწვევს, როგორც ყოველდღიურად ერთი კოლოფი სიგარეტის მოწევა.

ვაშინგტონის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგის, ჯოელ კაუფმენის განცხადებით, ქალაქებში ფილტვების ქრონიკული დაავადებების მაჩვენებელი არამწეველებშიც სწრაფად იზრდება და, როგორც ჩანს, ამაში მთავარი დამნაშავე ჰაერის დაბინძურებაა.

კვლევის შედეგად გაირკვა, რომ თუ ჰაერში ოზონის დონე სხვა ზონებთან შედარებით მილიარდში 3 წილზე მეტია (ppb), ემფიზემის განვითარების რისკი იგივეა, რაც 29 წლის განმავლობაში ყოველდღიურად ერთი კოლოფი სიგარეტის მოწევისას. შესწავლილ ექვს რეგიონში ოზონის დონე საშუალოდ 10-25 ppb იყო.

კაუფმენის განცხადებით, ისინი გაოცებული დარჩნენ, როცა ფილტვების სკანირებისას გაარკვიეს, თუ რა ძლიერ მოქმედებს ჰაერის დაბინძურება ემფიზემის განვითარებაზე; ეფექტი იგივე აღმოჩნდა, რაც მისი ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი – სიგარეტის მოწევა.

სრული ვერსია წაიკითხეთ ბმულზე: https://1tv.ge/news/qalaqis-dabindzurebuli-haeris-suntqva-igivea-rac-dgheshi-erti-kolofi-sigaretis-moweva-akhali-kvleva/?fbclid=IwAR189_O8iRnO9iBkwkScrYHoLwXt2tJjsAC46lupqclBpfsgH-PyFW2FScU

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close