კინო/ფილმებიმსოფლიოსაზოგადოებაკულტურა

ჟერარ დეპარდიე ლეონიდ ბრეჟნევის როლს ითამაშებს

ცნობილი ფრანგი მსახიობი ჟერარ დეპარდიე, რომელმაც რუსეთის მოქალაქეობა გადასახადებისგან თავის არიდების მიზნით მიიღო და ამჟამად მოსკოვში ცხოვრობს, საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი ლიდერის, ლეონიდ ბრეჟნევის როლს ითამაშებს, – ინფორმაციას HOLLYWOODERREPORTER-ი ავრცელებს.

ფილმი, რომლის სახელწოდება ჯერჯერობით უცნობია, ჩეხეთისა და სლოვაკეთის ერთობლივი პროდუქტი იქნება. ფილმში ასახული იქნება 1968 წლის მოვლენები, როდესაც სსრკ-ის იმდროინდელი ლიდერის, ლეონიდ ბრეჟნევის განკარგულებით საბჭოთა ჯარი ჩეხოსლოვაკიაში შეიჭრა.

ფილმის სახელწოდება ამ ეტაპზე უცნობია, მისი ბიუჯეტი 11 მილიონ დოლარს აჭარბებს და მას ხორვატი რეჟისორი ლორგან ზაფრანოვიჩი გადაიღებს. მაყურებელი ფილმს, სავარაუდოდ, 2021 წლის ბოლოს იხილავს.

მანამდე წერდნენ, რომ დეპარდიეს ლევ ტოლსტოის როლს სთავაზობდნენ.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close