კრიმინალიმსოფლიოსაზოგადოება
საფრანგეთის რამდენიმე ეკლესიიდან ქურდებმა ბრინჯაოს ზარები მოიპარეს
საფრანგეთის პოლიცია ეძებს ქურდებს, რომლებმაც ბოლო თვის განმავლობაში პროვანსში რამდენიმე ეკლესიიდან ზარები მოიპარეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მოპარული ზარები ბრინჯაოსი იყო. როგორც პროკურორი აცხადებს, ქურდებმა ზარები ან გაყიდეს, ან გადაადნეს, ამასთან, გამოძიებისთვის ჯერ უცნობია, დაკავშირებულია თუ არა სხვადასხვა ქალაქში მომხდარი ქურდობა ერთმანეთთან.
პირველი ქურდობა 21 ივლისს მოხდა ქალაქ ჟინასერვისში, მაშინ მოპარული ზარები 1867 და 1737 წლებით თარიღდება. ქურდებმა ასევე შეძლეს 10 მეტრი სიმაღლიდან 85 კილოგრამი ზარის ჩამოხსნა, რომელიც მეთორმეტე საუკუნიდან ეკიდა ბრიუ-ორიაკში.
imedinews.ge
კომენტარები