რობერტ ლისოვსკი, 32 წლის პოლონელი, რომელიც ნეაპოლის პოჯორეალეს ციხიდან გაიქცა, პოლიციის თანამშრომლებმა ნეაპოლში კორსო გარიბალდის პროსპექტზე დააკავეს.
როგორც გამომძიებლები ვარაუდობდნენ, გაქცეულს არ შეეძლო ციხიდან შორს წასულიყო – პოლიციამ გამოიკვლია მთელი მიმდებარე ტერიტორია და, კერძოდ, ცენტრალური სარკინიგზო სადგური. ლისოვსკი, როგორც აღვნიშნეთ, კორსო გარიბალდიზე დააკავეს. პატიმარი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
ლისოვსკი გასული წლის 5 დეკემბერს ნეაპოლში დააკავეს ღამის კლუბთან მომხდარი დაპირისპირებისას უკრაინის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით.
კომენტარები