საზოგადოებაnewsსაბერძნეთი

საბერძნეთის ახალი ამბები: 28 აგვისტოს დაიჯესტი

დღეს, ნაშუადღევს მიწისძვრა მოხდა საბერძნეთის დოდეკანესის არქიპელაგის რაიონში. ეპიცენტრი მდებარეობდა კუნძულ კარპატოსთან ახლოს, ზღვაში და სიმძლავრემ რიხტერის სკალით 4,9 ბალი შეადგინა. მსხვერპლისა და მატერიალური ზარალის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

* ხანძარი გაჩნდა ატიკის ოლქის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე დასახლებულ პუნქტთან, ლუცასთან ახლოს. ცეცხლი გამხმარ ბუჩქნარს მოედო. ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში მეხანძრეებთან ერთად ერთი ვერტმფრენიც მონაწილეობს. ხანძარი ჯერჯერობით ლოკალური ხასიათისაა.

* პელოპონესის ნახევარკუნძულზე მდებარე ტირინთის ციხიდან ოთხი პატიმარი გაიქცა. ციხის ადმინისტრაციამ ფაქტის შესახებ ნაშუადღევს, პატიმრების გადათვლის დროს შეიტყო. გაქცეულია ორი ალბანელი, ერთი ეგვიპტელი და ერთი მაროკოელი. მიმდინარე ზაფხულში ეს მეორე ასეთი შემთხვევაა. ივლისში ტირინთის ციხიდან ერთი პატიმარი გაიქცა.

* ტრაგიკული შემთხვევა მოხდა დღეს დილით კუნძულ როდოსზე. 25 წლის ახალგაზრდა მოტოციკლეტით ელექტროგანათების ბოძს დაეჯახა და დაიღუპა.

* ხუთშაბათს, 29 აგვისტოს საბერძნეთის ზოგიერთ რეგიონში, მაღალი ტემპერატურის გამო, ხანძრის გაჩენის საშიშროება იქნება. ხანძარსაშიშ ზონებად ატიკის ოლქი და პელოპონესის ნახევაკუნძული მიიჩნევა. შესაბამისი სამსახურები სრულ მზადყოფნაში არიან.

* თურქეთის სამხედრო თვითმფრინავებმა დაარღვიეს საბერძნეთის საჰაერო სივრცე კუნძულ ინუსის რაიონში, ქიოსის აღმოსავლეთით. პატარა კუნძულს ორმა თურქულმა საბრძოლო ხომალდმა გადაუფრინა. თურქეთის მხრიდან ასეთი სახის დარღვევები წელს, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაორმაგდა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close