მსოფლიოსაზოგადოებასაქართველო
DISCOVERY GEORGIA – CNN-ზე საქართველოს შესახებ ვებგვერდი შეიქმნა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კამპანიის ფარგლებში CNN-ზე საქართველოს შესახებ ვებგვერდი შეიქმნა. საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შემოდგომა-ზამთრის კამპანიის ფარგლებში CNN-ის პლატფორმაზე საქართველოს გვერდი „Discovery Georgia“ დამზადდა, სადაც საქართველოს ბუნება, კურორტები და კულინარიაა აღწერილი.
გრძელდება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიანი მედიასაშუალების ეთერით საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სარეკლამო კამპანია, რომელიც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში ხორციელდება, ასევე პარალელურად მზადდება სპეციალური სიუჟეტები და სტატიები საქართველოს, როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნის, შესახებ.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები