მუცო ევროპის ხმებისთვის იბრძვის – 15 სექტემბრამდე 3 კვირაზე ნაკლები დარჩა!

ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოში ადამიანებს ეძლევათ შესაძლებლობა ხმა მისცენ თავიანთ რჩეულებს იმ ძეგლებსა და პროექტებს შორის, რომლებსაც EUROPA NOSTRA-ს წლევანდელი პრემიები მიენიჭათ.

სიაშია მუცოც – საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ციხე-სოფელი, რომელიც დუშეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.

15 სექტემბრის ჩათვლით შესაძლებლობა გაქვთ აღნიშნულ პროექტს ხმა მისცეთ 2019 წლის ევროპული კულტურული მემკვიდრეობის მთავარი ჯილდოს და „საზოგადოების რჩეულის“ პრიზის მოსაპოვებლად.

წესები ასეთია:

1. – ხმა უნდა მისცეთ 3 სხვადასხვა პროექტს.
2. – პირველად ხმა მიეცით მუცოს პროექტს, რადგან ამ შემთხვევაში ის შეფასდება 3 ქულით. თქვენ მიერ არჩეული მეორე პროექტი მიიღებს 2, ხოლო მესამე – 1 ქულას;
3. – ერთი და იმავე ქვეყნიდან წარდგენილ ორ სხვადასხვა პროექტს ხმას ვერ მისცემთ;
4. – ხმის მიცემის შემდეგ თქვენ მიერ მითითებულ ელფოსტაზე მოგივათ წერილი (მეილი), რომელიც უნდა გახსნათ და დაადასტუროთ. თუ მეილი არ მოგივიდათ inbox-ში, შეამოწმეთ spa“-იც;
5. – ხმის მიცემის ბოლო ვადაა 2019 წლის 15 სექტემბერი;
6. – ხმის მიცემა შეგიძლიათ მხოლოდ ერთხელ. თქვენი ელფოსტა არ გასაჯაროვდება;
7. – ხმის მიცემისას შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი თქვენი რჩეული პროექტის შესახებ.

გთხოვთ შეხვიდეთ ბმულზე: vote.europanostra.org

საზოგადოების რჩეულის გამოვლენის შემდეგ Europa Nostra გასცემს კიდევ ერთ ჯილდოს, „გრან პრის“, თუმცა ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს საგანგებო ჟიური. „გრან პრის“ მფლობელს 10 ათასი ევრო ერგება.

კომენტარები