საზოგადოებასაბერძნეთი

საბერძნეთის კუნძულ სამოსზე ძლიერი ხანძრის გამო სანაპიროებიდან და სასტუმროებიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა

როგორც „ბიბისი“ იტყობინება, საბერძნეთის კუნძულ სამოსზე ცეცხლი სასტუმროებს მიუახლოვდა, რის გამოც 1000-მდე ტურისტისა და ადგილობრივის ევაკუაცია განხორციელდა. ტურისტები სასტუმროებიდან და სანაპიროებიდან გაიყვანეს.

ევაკუირებულმა ტურისტებმა, რომლებიც რეგიონიდან გემით გამოიყვანეს, სოციალურ მედიაში გამოაქვეყნეს ფოტოები, სადაც ნათლად ჩანს კვამლის ღრუბლები მთელ კუნძულზე.

ხანძარი მძინვარებს, აგრეთვე, პელოპონესის რეგიონში და კუნძულ კრეტაზე. საბერძნეთის მთელ ტერიტორიაზე სულ ხანძრის ათობით კერაა დაფიქსირებული. ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციაში 700-ზე მეტი მეხანძრე მონაწილეობს. ცეცხლის ჩაქრობა კიდევ უფრო გაართულა ძლიერმა ქარმა.

ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება, თუ როგორ გაჩნდა ცეცხლი რამდენიმე კერაზე. ​პელოპონესში ცეცხლის განზრახ გაჩენის გამო პოლიციამ ორი ადამიანი დააკავა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია კი ჯერჯერობით არ ვრცელდება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close