მედიცინამსოფლიოტექნოლოგიებისაზოგადოება

ამერიკელმა ფსიქიატრებმა „სელფი“ ოფიციალურად აღიარეს ფსიქიკურ აშლილობად

აშშ-ის ფსიქიატრთა ასოციაციამ (APA) ოფიციალურად დაადასტურა, რომ საკუთარი თავის გამუდმებული ფოტოგრაფირება, ანუ სელფის გადაღება ფსიქიკურ აშლილობაზე მეტყველებს, იუწყება გამოცემა The Telegraph-ი.

აშლილობა, რომელსაც Selfitis ეწოდა, განიმარტება შემდეგნაირად:

* აბსესიურ-კომპულსიური სურვილი საკუთარი თავისთვის ფოტოს გადაღებისა და მისი სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებისა, რათა ამ გზით შეივსოს საკუთარი თავისადმი პატივისცემისა და ასევე ურთიერთობების უკმარისობა.

ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის კლასიფიკაციით, ახალი ტიპის აშლილობაში სამი ქვეტიპი გამოიყოფა:

* მოწესრიგებული სელფისტები – როდესაც ადამიანი დღეში, სულ ცოტა, სამჯერ მაინც იღებს ფოტოს, ოღონდ სოციალურ ქსელში არ აქვეყნებს;

* მწვავე სელფი სტები – როდესაც ადამიანი ყოველდღიურად სამჯერ მაინც იღებს ფოტოს და ყველა მათგანს აქვეყნებს სოციალურ ქსელში;

* ქრონიკული სელფისტები – ადამიანები, რომლებსაც 24 საათის განმავლობაში საკუთარი თავის ფოტოგრაფირების დაუოკებელი წყურვილი ამოძრავებთ და, სულ ცოტა, დღეში ექვსჯერ მაინც აქვეყნებენ ფოტოებს სოციალურ ქს*ელებში.

ამას გარდა, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მეცნიერებმა ასევე სერიოზულ ფსიქიკურ აშლილობად შერაცხეს სპორტდარბაზებში თუ დილის გარბენების დროს გადაღებული ფოტოების პუბლიკაცია. მათი აზრით, ეს პიროვნების ნარცისისტულ გადახრებზე მიანიშნებს.

sputnik-georgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close