ულამაზესი ქართველი წყვილი: მოდელის და მორაგბის სასიყვარულო ისტორია
ცოლ-ქმარმა ლაშა ლომიძემ და ანა შელიამ თავიანთი სილამაზით არაერთი ადამიანის გული დაიპყრეს.
ქართველი მოდელი ანა შელია და წარმატებული მორაგბე ლაშა ლომიძე 2017 წელს დაინიშნენ. ნიშნობამდე ისინი ლონდონში ერთად ცხოვრობდნენ.
როგორც ანა ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებს, 14 წლის იყო, როცა ლაშა გაიცნო.
„ლაშამ ჩემ შესახებ მაშინ გაიგო, როცა მე 14 წლის ვიყავი, სწორედ მაშინ იყო პირველი მესიჯიც. მაგრამ როცა ჩემი ასაკი გაიგო, მიხვდა, რომ ურთიერთობა ამ ეტაპზე ვერ შედგებოდა. ორი წლის მერე ბათუმში ერთმანეთს შემთხვევით შევხვდით. შემდეგ მე ლონდონში გავემგზავრე, ამ დროს ლაშა საფრანგეთში იყო და ჩემს სანახავად ერთი დღით ჩამოვიდა… ისტორია აქედან იწყება“, – ამბობს ანა.
ანა შელია Geomodels-თან მუშაობს. ის საქართველოში ერთ-ერთი წარმატებული და მაღალანაზღაურებადი მოდელია. რამდენიმე წლის წინ იგი პარიზის მოდის კვირეულზე გამოვიდა ერთ-ერთი ცნობილი ბრენდის ჩვენებაში.
ლაშა ლომიძე „ბორჯღალოსანია“ და საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებში მე-8 ნომრად თამაშობს. ის, აგრეთვე, ინგლისური სარაგბო კლუბის, Doncaster Knights-ის მორაგბეა.
ანა საკმაოდ აქტიურია სოციალურ ქსელში და ხშირად აქვეყნებს რომანტიკულ ფოტოებს.
ერთხელ მაინც თუ ნახავთ მათ ფოტოებს, აუცილებლად განეწყობით პოზიტიურად და ბევრ თბილ კომენტარსაც არ დაიშურებს, ისევე როგორც მათი ფეისბუქმეგობრები აკეთებენ.
„ღმერთო, როგორ მომწონს ეს გოგო. დიდ ბედნიერებას ვუსურვებ“.
„ულამაზესი ოჯახი. ღმერთმა გაგახაროთ“.
„ულამაზესი წყვილი ხართ. მუდამ ასეთი ბედნიერები ყოფილიყავით“.
„წლის ყველაზე ლამაზი წყვილი. იბედნიერეთ“, – წერენ ლაშას და ანას მეგობრები.
sputnik-georgia.com
კომენტარები