მსოფლიოტექნოლოგიებიკრიმინალისაზოგადოება

NASA კოსმოსში ჩადენილ პირველ შესაძლო დანაშაულს იძიებს

ამერიკის ნაციონალური კოსმოსური სააგენტო (NASA) იძიებს ინციდენტს, რომელიც შესაძლოა კოსმოსში ჩადენილი პირველი დანაშაული იყოს. საქმე ეხება საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან სხვის საბანკო ანგარზე უნებართვოდ შეღწევას.

ამერიკელი ასტრონავტი ენნ მაკლეინი აღიარებს, რომ კოსმოსში ყოფნის დროს, თავისი ყოფილი მეუღლის ნებართვის გარეშე, მის საბანკო ანგარიშზე შევიდა. მაკლეინი მიიჩნევს, რომ დანაშაული არ ჩაუდენია, წერს New York Times-ი.

ფაქტზე მაკლეინის ყოფილმა მეუღლემ სამერ უორდენმა საჩივარი აშშ-ის ფედერალურ სავაჭრო კომისიაში შეიტანა.

მაკლეინი კოსმოსიდან მიმდინარე წლის ივნისში დაბრუნდა. მისი ადვიოკატის განმარტებით, მას სურდა, დარწმუნებულიყო, რომ ოჯახის ბიუჯეტი წესრიგში იყო და თანხა მათი საერთო შვილის, უორდენის საჭიროებებისთვის საკმარისი იყო.

მისივე თქმით, მაკლეინი საგამოძიებო უწყებასთან აქტიურად თანამშრომლობს.

mediamall.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close