ეკონომიკაკინო/ფილმებიმსოფლიოსაზოგადოებასაქართველო

რუსთაველზე „ფორსაჟი 9“-ის მანქანა მაღაზიაში შევარდება – რა კომპენსაციას მიიღებს დაზარალებული მეპატრონე?

ჰოლივუდური ბლოკბასტერის, „ფორსაჟი 9“-ის გადასაღები მოედანი რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებს. ფილმის ერთ-ერთ მონაკვეთში გადაღებისთვის განკუთვნილი მანქანა ერთ-ერთ მაღაზიაში შევარდება. მაღაზიის დაზარალებული მეპატრონე კი 4-მილიონიან კომპენსაციას მიიღებს. სავარაუდოდ, დაზარალებული ობიექტები „ერმენეჯილდო ზენია“, „ჰუგო ბოსი“, „გარდერობი“ და „პოლ & შარკი“ იქნებიან, რომელსაც საქართველოში ერთი ოფიციალური წარმომადგენელი – შპს „ვიქტორია-98“ ჰყავს.

შეგახსენებთ, რომ ფილმის გადაღებები 19 აგვისტოს დაიწყო. გადაღებების პირველი ადგილი ვაჟა-ფშაველას გამზირი იყო. ცნობისთვის, ფილმის მთავარი გმირები საქართველოში არ იმყოფებიან, მათ ნაცვლად გადაღებებში კასკადიორები მონაწილეობენ

„ფორსაჟი 9“-ის გადაღებები საქართველოში 20 სექტემბერს დასრულდება. პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი თბილისში ჰოლივუდური ფილმის, „ფორსაჟი 9“-ის მიმდინარე გადაღებების შეფასებისას აღნიშნავს, რომ ფილმის გადაღებებს საქართველოსთვის რამდენიმე მილიონის სარგებელი მოაქვს.

2020news.ge

ამავე თემაზე: აფეთქება და სროლა თბილისში – „ფორსაჟის“ გადაღება დაიწყო

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close