ვიქტორ სანიკიძე კალათბურთში ბრუნდება – ისევ ბერძნული „არისი“?
ახლო წარსულში ცნობილი კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძე, რომელმაც კარიერა ორი წლის წინათ დაასრულა, შესაძლოა ბერძნულ „არისში“ დაბრუნდეს.
ბერძნული sport-fm.gr-ს ინფორმაციით, მალე სანიკიძე „არისში“ ერთ-ერთ პოსტს დაიკავებს. შესაძლოა, ის კლუბის ტექნიკური დირექტორი გახდეს.
შეგახსენებთ, რომ „არისი“ ვიქტორის კარიერაში ბოლო კლუბი იყო, მან იქ თამაში ბრწყინვალედ დაიწყო, მაგრამ სერიოზულმა ტრავმამ კარიერის დასრულება 30 წლის ასაკში აიძულა.
სხვათა შორის, გასულ წერს ბერძნული პრესა წერდა, რომ „არისს“ სანიკიძის ვალი მართებდა – 200 ათასი ევრო. ბერძნული კლუბი ახლაც ფინანსურ კრიზისშია და სატრანსფერო სანქციაც ადევს. პრეზიდენტი დიმიტრის უილიამსი მიიჩნევს, რომ ქართველი კალათბურთელი „არისს“ კრიზისიდან გამოსვლაში დაეხმარება.
ვიქტორ სანიკიძე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი იყო. მას დიჟონში, ესტუდიანტესში, თბილისის „დინამოში“, ტარტუში, ვირტუსში, მონტეპასკიში, სარაგოსაში, უნიქსში, ანკარასა და არისში უთამაშია.
2004 წლის NBA-ს დრაფტზე ატლანტამ ის 42-ე ნომრად აირჩია და სან ანტონიოს გაუცვალა 2005 წლის დრაფტის არჩევის უფლებასა და გარკვეულ თანხაში. 2007 წლის ზაფხულში მან სან ანტონიოს რიგებში საზაფხულო ლიგაზე ითამაშა, თუმცა NBA-ში თამაში არ მოუწია.
popsport.com
კომენტარები