ეკონომიკასაზოგადოებატექნოლოგიებისაქართველო

საქართველოში წარმოებული ელექტრომობილების პირველი ბრენდის სახელი უკვე ცნობილია

საქართველოში წარმოებული ელექტრომობილების პირველი ბრენდის სახელი უკვე ცნობილია, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში დიზაინერი ზვიად ციკოლია წერს. მისი თქმით, ბრენდს „ორვო“ ერქმევა.

ორვო“ ძველკოლხურად ნიშნავს რვას, უსასრულობას. ავტორი გიგა ხატიაშვილი“, – წერს ციკოლია.

ქუთაისში ინდუსტრიული კომპლექსი აშენდება, რომელიც 100 ჰა ფართობის ტერიტორიაზე განთავსდება. პირველი პროექტი ელექტრომობილების საწარმოა, სადაც საწყის ეტაპზე დაახლოებით 300 ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება და მისი ამოქმედებიდან 18 თვის ვადაში ბაზარზე 5000 ელექტრომობილი გამოვა.

პროექტის დასაწყისში ქარხანაში ოთხი მოდელის ავტომობილს აწარმოებენ. საქართველოში დამზადებული ელექტრომობილები წარწერით – Made in Georgia კი ევროპის ქვეყნების ბაზრებზე საქართველოს მთავარი საექსპორტო პროდუქტი იქნება.

ქართული ელექტრომობილების დიზაინს ზვიად ციკოლია შექმნის. ამის შესახებ დიზაინერმა imedinews-თან საუბარში განაცხადა.

მსგავს თემაზე: პირველი ქუთაისური ელექტრომობილის დიზაინს TSIKOLIA შექმნის

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close