კრიმინალისაზოგადოებასაქართველო
1 გარდაცვლილი და 2 უგონო მდგომარეობაში – უბედური შემთხვევა ბათუმის კლუბში
19 აგვისტოს, გამთენიისას სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა ბათუმის ბულვარში მდებარე ერთ-ერთი ღამის კლუბიდან 3 ახალგაზრდა საავადმყოფოებში გადაიყვანა ერთნაირი სიმპტომებით.
„TV 25“-ს ინფორმირებული წყარო უყვება, რომ კლუბში ახალგაზრდები ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ და გვიან ღამით შეუძლოდ გახდნენ. მისივე თქმით, მსგავსი შემთხვევა ამავე კლუბში პირველი არ არის.
კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი 22 წლის ბიჭი გარდაიცვალა. ახალგაზრდას სამედიცინო დაწესებულებაში შესაბამისი პროცედურები ჩაუტარეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მას გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა ჰქონდა.
კლინიკაში ორი გოგონაც შეიყვანეს. ისინი უგონო მდგომარეობაში იყვნენ. მედცენტრის პრესცენტრის ინფორმაციით, გოგონების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია და ისინი კლინიკიდან გაწერეს.
ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
tv25.ge
კომენტარები