fbpx
იტალიაკრიმინალიმიგრაცია

იტალიაში ქურდობის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს

იტალიის ქალაქ ბარის პოლიციამ საქართველოს მოქალაქე დააკავა ქურდობის ბრალდებით. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

baritoday.it, სამართალდამცველთა ინფორმაციაზე დაყრდნობით, წერს, რომ მამაკაცმა ერთ-ერთ ბარში შესულ ორ ტურისტს საფულე მოპარა, როდესაც ისინი მაგიდასთან ისხდნენ. პოლიციამ მისი დაკავება ცხელ კვალზე შეძლო.

ჩხრეკის დროს საქართველოს მოქალაქეს ბინების გაქურდვისთვის საჭირო ხელსაწყოები უპოვეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. მამაკაცი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, მოპარული საფულე კი კანონიერ მფლობელებს დაუბრუნეს.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close