ვიდეომსოფლიოკრიმინალისაზოგადოება

ტრაგედია ოდესაში – სასტუმროში გაჩენილ ხანძარს 9 ადამიანი ემსხვერპლა (video)

ოდე­სის სას­ტუმ­რო „ტოკიო სტარში“ ხან­ძა­რი 17 აგ­ვის­ტოს გამ­თე­ნი­ი­სას გაჩ­ნდა. დაღუპულია 9, და­შა­ვე­ბუ­ლია 10 ადა­მი­ა­ნი. შე­ნო­ბი­დან 136 ადა­მი­ა­ნის ევაკუაცია მო­ხერ­ხდა. სულ სას­ტუმ­რო­ში 200 ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და.

მეხანძრეებს სამი საათი დასჭირდათ ხანძრის ჩასაქრობად, რომელიც ათას კვადრატულ კილომეტრამდე ფართობზე იყო მოდებული.

ოდესის ხელისუფლების ცნობით, რეგიონიდან 150-მდე ადამიანის ევაკუაცია  მოხდა.

ხანძრის მიზეზების დასადგენად დაწყებულია გამოძიება.

მომ­ხდა­რის შემ­დეგ, უკ­რა­ი­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გან­კარ­გუ­ლე­ბით, სას­ტუმ­რო­ე­ბი­სა და სა­ნა­ტო­რი­უ­მე­ბის შე­მოწ­მე­ბა და­ი­წყო. სას­ტუმ­რო „ტო­კიო სტარ­ში“ მომ­ხდა­რის გამო 18 აგვისტო გლო­ვის დღედ გა­მო­ცხად­და.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ოდე­სა­ში ცნო­ბი­ლი მე­წარ­მე, სას­ტუმ­რო „ტო­კიო სტა­რის“ მე­პატ­რო­ნე ვა­დიმ ჩორ­ნი და­ა­კა­ვეს.

სა­ა­გენ­ტო „უნი­ანს“ ოდე­სის პრო­კუ­რა­ტუ­ტა­ში გა­ნუ­ცხა­დეს, რომ და­კა­ვე­ბუ­ლს ბრალი ედება სას­ტუმ­რო­ში სა­ხან­ძრო უსაფრ­თხო­ე­ბის მო­თხოვ­ნა­თა დარ­ღვე­ვა­ში, რა­ც 9 ადამიანის გარდაცვალებაის მიზეზი გახდა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close