მსოფლიოხელოვნებასაზოგადოება

მადონა 61 წლის გახდა

ცნობილი ამერიკელი მომღერალი მადონა ლუიზა ჩიკონე 61 წლის გახდა.

მადონა თითქმის 40 წელია არ კარგავს პოპულარობას და მსოფლიოს მუდამ ახალ, ინოვაციურ პროექტებს სთავაზობს.

მადონამ თავისი  სადებიუტო ალბომი 1983 წელს გამოუშვა, რის შემდეგაც დღემდე 10 მსოფლიო ტურნე ჩაატარა.

ამ პერიოდში მისი 300 მილიონზე მეტი მუსიკალური ჩანაწერი გაიყიდა. ამის წყალობით იგი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც კომერციულად ყველაზე წარმატებული მომღერალი მუსიკალური ინდუსტრიის ისტორიაში.

მადონა ეფექტური სასცენო გამოსვლებით და ენერგიული სიმღერებით გახდა პოპულარული. ლეგენდარული მომღერალი ყოველთვის ინარჩუნებს სხეულის იდეალურ ფორმებს და მისი ჩაცმულობა მუდამ ორიგინალური და უცხოა.

მომღერალი ასევე მონაწილეობდა სხვადასხვა ფილმში და ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის („ევიტა“) ოქროს გლობუსიც კი მიიღო.

ამასთანავე, მადონა აშშ-ის ყველაზე მდიდარი მომღერალია. Forbes-ის შეფასებით, მისი ქონება 580 მილიონ დოლარს შეადგენს.

მომღერლის უამრავ აღიარებათა და წოდებათა ჩამოთვლა ადვილი საქმე არ არის. ავტორი-შემსრულებელი, მოცეკვავე, მუსიკალური პროდიუსერი, მსახიობი, რეჟისორი და საბავშვო მწერალი; 1980-იანი წლების ბოლოდან მედიასაშუალებები მას „პოპ-მუსიკის დედოფალს“ უწოდებენ. მადონამ შარშან გრანდიოზულად აღნიშნა თავისი 60 წლის იუბილე, წვეულებამ თითქმის 1 კვირას გასტანა.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close