საზოგადოებაქართველები უცხოეთშიხელოვნებაკულტურასაქართველო

100 000 დოლარი სოფო ბათილაშვილს!

პროექტ „მხოლოდ ქართულის“ გამარჯვებული სოფო ბათილაშვილი საბაკალავრო პროგრამას „ბერკლის“ პრესტიჟულ სამუსიკო სკოლაში გაივლის. გამოცდების წარმატებულად ჩაბარების შემდეგ, მან გრანტი მოიპოვა და სოფო ბათილაშვილი 100 000 აშშ დოლარით დაფინანსდა.

„მუდამ მუსიკოსობა მინდოდა, სხვადასხვა ინსტრუმენტებზე დაკვრა. სხვადასხვა ჟანრების გაცნობა და მორგება ჩემს ჰობად იქცა, მინდოდა ყველა ჟანრში მეცადა თავი, ხან ერთს ვსწავლობდი, ხან მეორეს, იმიტომ რომ მხოლოდ ერთი არასდროს მყოფნიდა, თითქოს ყველაფერი ერთად მჭირდებოდა და მჭირდება, ეს ძალიან ჰგავს წყურვილის დაუსრულებელ მოთხოვნილებას…“ – ამბობს მომღერალი.

„თითქმის ყველა მეუბნებოდა, მშიერი დარჩები, თუ რამე სხვაც არ ისწავლეო, ალბათ გარდატეხის ასაკში ამან ამიცრუა გული იმ ქვეყანაზე, რომელშიც ვცხოვრობდი, ამიტომ ჩემს ოცნებად იქცა აქედან გაქცევა.

ინგლისური ენა კარგად შევისწავლე და ინგლისურენოვან სიმღერებში დავიწყე გამოსავლის ძებნა… რამდენიმე წელში მეტი განათლება მივიღე, გავიზარდე, ეს სიძულვილის ფაზა გადავლახე და მოვლენებისთვის სხვაგვარად შეხედვა დავიწყე, მივხვდი, რომ თუ წავალ, სამუდამოდ გადავცხოვრდები, ბედნიერი ვერ ვიქნები, ზუსტად იმიტომ, რომ გავიქეცი, გავექეცი პასუხისმგებლობას, რომელიც თავის დროზე ვერ გავიაზრე…

ვფიქრობდი ხოლმე, აქ რატომ დავიბადე-მეთქი, სხვაგან ხომ ყველაფერი ბევრად მარტივად მექნებოდა, ვიშრომებდი და პროპორციულადვე მექნებოდა სასურველი, ეგ შეიძლება მართლაც ეგრეა, მაგრამ ახლა ვხვდები, აქ რატომაც დავიბადე, ახლა ვხვდები, რა პასუხისმგებლობა მაქვს ამ ქვეყნის წინაშე, ახლა დაახლოებითი წარმოდგენა მაქვს, თუ რისი გაკეთება შემიძლია და მინდა ჩვენი საქართველოსთვის…

…როცა მუსიკის გზით ვსაუბრობ, სრულად შეურაცხადი ვხდები, რაც ცოტა სასაცილოა ალბათ, მაგრამ ესაა ის საკომუნიკაციო ენა, რომლითაც ჩემი იდეების სრულად გადმოცემა შემიძლია…

…ადამიანად მოვედი ამ პროექტში „მხოლოდ ქართული“, არაფერი მქონდა გულში მუსიკის, სიყვარულის და თავში ჩემი სამყაროს გარდა. ეს გამარჯვება მხოლოდ ჩემი არაა, ეს გამარჯვება თქვენია – ოჯახის, მეგობრების, ჩემი გულშემატკივრების, ჩემთვის ძვირფასი ადამიანების და უბრალოდ მათი, ვისაც მოტივაცია სჭირდებოდა.

ბევრი უარის და იმედგაცრუების შედეგია ეს ყველაფერი, როცა თავადაც არ გჯერა საკუთარი თავის, უსმინე წრფელ გულს, უსმინე ტვინს, უსმინე სხეულს, ნუ შეგრცხვება საკუთარი თავის, ყველაფერი უკეთესობისთვის ხდება, ყველაფერი მიღწევადია, არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა. მიყვარხართ”.

artinfo.ge

ცნობისთვის: ბერკლის სამუსიკო კოლეჯი ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ბოსტონში 1945 წელს დაარსდა. მუსიკალურ სფეროში „ბერკლი“ ითვლება, როგორც წამყვანი კოლეჯი სხვადასხვა მნიშვნელოვან დარგში თანამედროვე მუსიკალური ხელოვნების განვითარებისა და ინოვაციების თვალსაზრისით. ბერკლის კურსდამთავრებულები გრემისა და სხვა მრავალი მუსიკალური ჯილდოს ლაურეატები არიან.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close