საზოგადოებასაქართველო
საქართველოში 993 ადამიანი უგზო-უკვლოდაა დაკარგული
2019 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით საქართველოში 93 ადამიანი დაიკარგა, მათგან 53 იპოვნეს [5 – გარდაცვლილი], 40 ადამიანი კი ამ დრომდე იძებნება.
წელს დაკარგულთა 95 პროცენტი საქართველოს მოქალაქეა, 2 – საუდის არაბეთის, 4 – ბელგიის, 1 – რუსეთის, 1 – ყაზახეთის და 1 აზერბაიჯანის. შსს-ს სტატისტიკის თანახმად, უცხოეთის ყველა მოქალაქე ნაპოვნია.
თუმცა ეს მხოლოდ ექვსი თვის სტატისტიკაა. უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რაოდენობა გაცილებით უფრო დიდია, თუ დროის უფრო დიდ ინტერვალს ავიღებთ. შს სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისათვის [1973-2019 წწ] საქართველოში 993 ადამიანი იძებნება, მათგან 32 არასრულწლოვანია.
ყველაზე მეტი ადამიანი თბილისშია დაკარგული. 1973 წლიდან დღემდე დაკარგულ პირთა სტატისტიკა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:
- თბილისი – 364 დაკარგული
- იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი – 161 დაკარგული
- შიდა ქართლი – 123 დაკარგული
- ქვემო ქართლი – 85 დაკარგული
- სამეგრელო-ზემო სვანეთი – 74 დაკარგული
- კახეთი – 74 დაკარგული
- აჭარა – 63 დაკარგული
- სამცხე-ჯავახეთი – 13 დაკარგული
- გურია – 13 დაკარგული
- მცხეთა-მთიანეთი -14 დაკარგული
- აფხაზეთი – 9 დაკარგული
batumelebi.netgazeti.ge
კომენტარები