მსოფლიოსაზოგადოება

ბრიტანული გირვანქა სტერლინგი გაუფასურებას განაგრძობს – ბოლო სამი წლის ანტირეკორდი

ბრიტანული გირვანქა სტერლინგი გაუფასურებას განაგრძობს და ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველად, მინიმალურ მაჩვენებელს მიაღწია. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ინვესტორები შიშობენ, რომ მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს ბრიტანეთი ევროკავშირს შეთანხმების გარეშე დატოვებს.

ოთხი დღის განმავლობაში, 26-29 ივლისს ფუნტი თითქმის 3 პროცენტით დაეცა. ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრის, ბრექსიტის თავგამოდებული მომხრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, მისი მთავრობა ეცდება ევროკავშირთან უკეთესი პირობებით შეთანხმებას მიაღწიოს, თუმცა თუ ეს არ გამოვა, ჯონსონი „ხისტ ბრექსიტს“ ანუ კავშირის შეთანხმების გარეშე დატოვებას არ გამორიცხავს.

ბორის ჯონსონი ელიზაბეთ მეორესთან

ბოლოს გირვანქა სტერლინგის კურსის ვარდნა ზედიზედ ოთხი დღის განმავლობაში 2016 წლის ოქტომბერში მოხდა მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ ბრიტანეთმა ევროკავშირის დატოვების პროცედურა ოფიციალურად დაიწყო.

ტერეზა მეი ელიზაბეთ მეორესთან

მსგავს თემაზე: ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ბრექსიტის თავგამოდებული მომხრე ბორის ჯონსონი გახდა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close