კრიმინალისაბერძნეთი
საბერძნეთი: თვითმარქვია ინკასატორმა მოხუცს 110 ათასი ევრო მოპარა
პარასკევს, 26 ივლისს უცნაური შემთხვევა მოხდა საბერძნეთის ლამიის რეგიონის პატარა დასახლებულ პუნქტში, რომლის სახელწოდებაა კოსტალექსი. უცნობი მამაკაცი 84 წლის მოხუც ქალს წარუდგა, როგორც ინკასატორი, და დენის მრიცხველის შემოწმება მოითხოვა. საბოლოოდ, თვითმარქვია ინკასატორმა მოხუცს მთელი სიცოცხლის მანძილზე ნაგროვები ფული, 110 ათასი ევრო მოპარა.
თაღლითმა მოხუცს თავდაპირველად განუცხადა, რომ არსებობდა მოკლე ჩართვის საშიშროება და მრიცხველი უნდა შეემოწმებინა. შემდეგ კი, ვითომ შესრულებული სამუშაოსთვის ანაზღაურების სახით, 100 ევრო მოითხოვა. უცნობი განსაკუთრებული თავაზიანობით გამოირჩეოდა და მოხუცმა ვერაფერი იეჭვა. მან ფული სახლის გარეთ არსებული დამხმარე ნაგებობიდან გამოიტანა. თვითმარქვია ინკასატორმა ფული გამოართვა და მოხუცს დაემშვიდობა, მაგრამ მალე დაბრუნდა და სამალავი გაჩხრიკა. მას ძალიან გაუმართლა: იქ გადამალული 110 ათასი ევრო იპოვა.
მოხუცმა ქალმა მალე გაიგო თანხის დაკარგვის შესახებ და პოლიციას შეატყობინა. თაღლითი მეორე დღეს დააკავეს. მართალია მას მზის სათვალე ეკეთა და ქუდი ეხურა, მაგრამ მოხუცმა მისი ამოცნობა მაინც მოახერხა. უცნობია, დაუბრუნუეს თუ არა ფული დაზარალებულს.
კომენტარები