საზოგადოებასაქართველო

ტრაგედია თუშეთში: მანქანა ხევში გადავარდა, 6 ადამიანი დაიღუპა (ვიდეო)

ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე „კამაზის“ მარკის ავტომანქანა ხევში გადავარდა. ავარიის შედეგად გარდაიცვალა 6 ადამიანი, 3 კი დაშავდა. ერთ მოქალაქეს მაშველები ამ დრომდე ეძებენ. შემთხვევა 27 ივლისს მოხდა.

გარ­დაც­ვლი­ლებს შო­რის ოჯა­ხის სამი წევ­რი, შალ­ვა შა­ბა­ლა­ი­ძე და მისი ორი შვი­ლი – გაგა და ლე­ვან შა­ბა­ლა­ი­ძე­ე­ბი არი­ან. გარდაიცვალა სატვირთოს მძღოლიც – ზაურ გი­გო­ი­ძე.

შალვა, გაგა და ლევან შაბალაიძეები

სატვირთო მანქანაზე, რომელიც ხრამში გადავარდა, წინასწარი ინფორმაციით, 13 ადამიანი იმყოფებოდა, შემთხვევის დროს ხუთმა მათგანმა გადმოხტომა მოახერხა.

თუშეთში მომხდარი ტრაგედიის ზუსტ მიზეზებზე საუბარი ადგილობრივებს უჭირთ, თუმცა ერთ-ერთი მთავარი ვერსია, რომელიც განიხილება, სატვირთო ავტომანქანის ტექნიკური გაუმართაობაა. გადარჩენილები ჟურნალისტებთან საუბარს ერიდებიან.

„რამდენჯერმე გასჩერებიათ გზაში მანქანა. ჩემს ბიჭს დეტალებს ვერ ვეკითხები, არ ახსოვს არაფერი. ძალიან განერვიულებულია. არც ის ახსოვს, როგორ გადმოხტა. 17 წლის არის. ექიმებმა მითხრეს, რომ დროებით კითხვები არ დავუსვა, რათა ფსიქოლოგიური ზიანი არ მივაყენო“, – განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთი დაშავებულის მამამ ბიძინა თორღვაიძემ.

სოფელ ზემო ალვანის მაცხოვრებლები კი „ინტერპრესნიუსთან“ ჰყვებიან, რომ მძღოლი ზაურ გიგოიძე „კამაზით“ თუშეთის გზაზე პირველად იმყოფებოდა, რის გამოც ადამიანების წაყვანა არ უნდოდა, თუმცა მათ წასვლა მაინც გადაწყვიტეს. შემთხვევის ადგილზე მყოფები ავარიის ძირითად მიზეზად მანქანის ტექნიკურად გაუმართაობას და არასწორ მანევრს ასახელებენ. მათი თქმით, ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო. ამასთან, ხშირია ამინდის ცვალებადობა, რაც საფრთხეს უფრო ზრდის.

სატ­ვირ­თო­ში ახ­მე­ტის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ქვე­მო ალ­ვა­ნის მცხოვ­რებ­ლე­ბი იყ­ვნენ. ისი­ნი სო­ფელ ომა­ლო­ში თუ­შე­თო­ბის დღესასწაულზე მი­ემ­გზავ­რე­ბოდ­ნენ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close