მსოფლიოპოლიტიკა

უკრაინას ისტორიაში პირველი ფერადკანიანი პარლამენტარი ეყოლება

ოლიმპიელი მოჭიდავე ჟან ბელენიუკი უკრაინის ისტორიაში პირველი ფერადკანიანი დეპუტატი იქნება. ის 21 ივლისს ჩატარებული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგად უმაღლეს რადაში ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიის, „ხალხის მსახურის“ სიით მოხვდა.

სპორტსმენი პარტიულ სიაში მე-10 ნომერი იყო. ბიულეტენების 92%-ზე მეტის დათვლის შემდეგ „ხალხის მსახურს“ ხმათა 43,11 პროცენტი აქვს და უკვე ეჭვგარესეა, რომ დაახლოებით 250 მანდატს მიიღებს, ამასთან, ნახევარზე მეტი დეპუტატი მაჟორიტარული ოლქებიდან იქნება.

2016 წელს ბელენიუკმა რიოს ოლიმპიადაზე ​ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ვერცხლის მედალი მოიპოვა. მას ასევე მოპოვებული აქვს მედლები ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე.

ჟან ბელენიუკი 28 წლისაა. იგი კიევში დაიბადა. მამამისი რუანდაში სამოქალაქო ომის დროს დაიღუპა და ჟანი უკრაინელმა დედამ გაზარდა.

წინასაარჩევნო კამპანიის დროს ბელენიუკი აცხადებდა, რომ სპორტის მიტოვებას არ აპირებდა. ის 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადისთვის ემზადება.

შეგახსენებთ,რომ უკრაინის რადის ვადამდელ არჩევნებში მიხეილ სააკაშვილის პარტიამ – „ახალ ძალთა მოძრაობამ“ საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახა. სააკაშვილის პარტიამ ხმათა 0.4% მიიღო.

უკრაინის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში 22 პარტია მონაწილეობდა. რადაში სულ 424 ადგილია. საარჩევნო ბარიერი 5%-ია.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close