ვენეციიდან ტურისტები გააძევეს რიალტოს ხიდთან ყავის მოდუღების გამო
ვენეციის პოლიციამ ორ გერმანელ ტურისტს – 32 წლის ქალს და 35 წლის მამაკაცს რიალტოს ხიდის ძირში ყავის მოდუღების გამო €950 ჯარიმა დააკისრა.
პოლიციას ფაქტთან დაკავშირებით გამვლელებმა მიმართეს. სამართალდამცველებმა გერმანელ ტურისტებს მხოლოდ ჯარიმა არ აკმარეს და ქალაქი იძულებით დაატოვებინეს. ვენეციის მერმა ლუიჯი ბრუნიარომ განაცხადა, რომ ქალაქის სტუმრებმა ეტიკეტი უნდა დაიცვან, პატივი უნდა სცენ მას და სადაც რა მოესურვებათ, არ უნდა აკეთონ. მერმა ტვიტერში პოსტი გამოაქვეყნა ტურისტების ფოტოთი და პოლიცია შეაქო ქალაქიდან მათი გაძევებისთვის.
როგორც ცნობილია, ვენეციის მცხოვრებლები დიდი ხანია უკმაყოფილებას გამოთქვამენ ტურისტების დიდი ნაკადის გამო. ქალაქს წელიწადში 30 მილიონამდე ტურისტი სტუმრობს. ამის გამო ვენეციაში რიგი შეზღუდვები დაწესდა, მათ შორის, ტურისტული მოსაკრებელიც.
მსგავს თემაზე: ვენეციაში საკრუიზო ლაინერი ნავსადგურს დაეჯახა – არიან დაშავებულები (ვიდეო)
ვენეციის ისტორიულ ცენტრში შესვლა პირველი მაისიდან ფასიანი ხდება
კომენტარები