საფრანგეთში მიმდინარე კვირაში ჰაერის რეკორდული ტემპერატურა +46°C-ს მიაღწევს

ფოტო: europe1.fr
საფრანგეთში მიმდინარე კვირაში რეკორდულ სიცხეს ელოდებიან, – ამის თაობაზე FRANCE24 წერს. 59 დეპარტამენტი ნარინჯისფერი საფრთხის ზონად გამოცხადდა.

ქვეყანაში ამინდის კონტროლის ნაციონალური სამსახურის მონაცემებით, მოსალოდნელია ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +46°C დაფიქსირდეს. ქვეყნის დიდ ნაწილში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა სამშაბათიდან +36-40°C იქნება.

ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის, საფრანგეთში ძლიერი სიცხეები ივნისის ბოლოსაც დაიჭირა. ჰაერის ტემპერატურამ პიკს 28 ივნისს მიაღწია. „მეტეოფრანსის“ ცნობით, ტემპერატურის რეკორდი, +45,9°C მონპელიეში დაფიქსირდა.

ახალი პროგნოზით, ტემპერატურის მაქსიმუმი მიმდინარე კვირაში +46°C-ს მიაღწევს.

მსგავს თემაზე: დედამიწის კვლევის სააგენტო: 2019 წლის ივნისი ისტორიაში ყველაზე ცხელი თვე იყო

ნიუ-იორკში სიცხის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

კომენტარები