კინო/ფილმებიმსოფლიოკულტურასაზოგადოება

„შურისმაძიებლებმა“ „ავატარს“ და „ტიტანიკს“ გადაუსწრეს (ვიდეო)

ფილმმა „შურისმაძიებლებმა“ შემოსავლების მხრივ ახალი რეკორდი დაამყარა. აქამდე კინოგაქირავების შემოსავლებით ჯეიმს ქემერონის ბლოკბასტერი „ავატარი“ ლიდერობდა.

ინფორმაციას Variety The Walt Disney Company-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

20 ივნისის მონაცემებით, „შურისმაძიებლებმა“ კინოგაქირავებიდან 2,7892 მილიარდი აშშ დოლარი მიიღო. გამოცემის პროგნოზით, ფილმი კიდევ 500 ათას აშშ დოლარს მოაგროვებს. ჩრდილოეთ ამერიკაში ფილმის საკასო შემოსავლებმა 853 მილიონი, ჩინეთში – 614 მილიონი, სამხრეთ კორეაში – 105 მილიონი, ბრაზილიაში -85 მილიონი, ხოლო მექსიკაში – 77 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. სხვა ქვეყნებში კი ჯამში 1,9 მილიარდი შეგროვდა.

„შურისმაძიებლები – ფინალი“ მსოფლიო კინოგაქირავებაში 2019 წლის 24 აპრილს გამოვიდა და პირველ უქმეებზე საკასო შემოსავალმა 1,2 მილიონი აშშ დოლარ შეადგინა.

„შურისმაძიებლები“ – 2012 წლის ამერიკული სუპერგმირული ფილმი, რომელიც Marvel Studios-მა გადაიღო. მას დისტრიბუციას უწევს Walt Disney Pictures. ფილმი ეფუძნება  კომიქსების სუპერგმირების თავგადასავლებს. ფილმის სცენარის ავტორი და რეჟისორია ჯოს უიდონი.

როდესაც დედამიწას მოულოდნელი საფრთხე დაემუქრება, გლობალური უსაფრთხოების და დაცვის სამსახურის, SHIELD-ის დირექტორი ნიკ ფური გადაწყვეტს სუპერგმირების გუნდი შეკრიბოს, რათა თავიდან აიცილოს მსოფლიო მასშტაბის კატასტროფა.

ფინალური ფილმის გმირები სერიაში აანალიზებენ, რამდენად მსხვრევადია რეალობა და რა მსხვერპლის გაღებაა საჭირო, რათა ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალოს.

რეკორდსმენი ფილმის ტრეილერმა, რომლის დევიზია: „ზოგმა ჩვეულებრივი ცხოვრების გაგრძელება არჩია, მაგრამ არა ჩვენ“, ასევე, ნახვების ყველა რეკორდი მოხსნა.

„ავატარმა“ რეკორდი საკასო შემოსავლებით 2010 წელს მოხსნა. მაშინ მისმა შემოსავალმა 2,7897 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. მანამდე კინოგაქირავებაში ყველაზე წარმატებულად „ტიტანიკი“ ითვლებოდა. ფილმის პრემიერა 1997 წელს გაიმართა და მისი საკასო შემოსავლები $2 მილიარდს გაუტოლდა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close