fbpx
მსოფლიოკრიმინალი

კვიპროსზე ბრიტანელი გოგონას გაუპატიურებისთვის 12 ადამიანი დააკავეს

ისრაელის 12 მოქალაქე კვიპროსის ერთ-ერთ ქალაქში, აია ნაპაში ბრიტანელი ქალის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს.

ადგილობრივი მედიის განცხადებით, პოლიციაში ზარი ოთხშაბათს, 17 ივლისს შევიდა.

კვიპროსის პოლიციამ და ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელის მოქალაქეთა დაკავების შესახებ ინფორმაცია დაადასტურეს. კვიპროსის პოლიციამ განაცხადა, რომ ისინი პარალიმნის სასამართლოში ხუთშაბათს, 19 ივლისს წარდგებოდნენ. მოსმენაზე მოსამართლე ტონია ნიკოლაოუმ დაადასტურა ბრალდებულთა სახელები.

დაკავებულები 16-18 წლის ბიჭები არიან, მსხვერპლი კი – 19 წლის გოგოა. ისინი ბრიტანეთის მოქალაქეს თავს ერთ-ერთ სასტუმროში დაესხნენ.

tabula.ge

კომენტარები

თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close