ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატს 2021 წელს საქართველო უმასპინძლებს
დღეს, 15 ივლისს მიუნხენში ფიბას (კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის ევროპის კომიტეტი) კენჭისყრა ჩატარდა, სადაც 2021 წელს დაგეგმილი ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის 4 მასპინძელი ქვეყანა დასახელდა. მათ შორის არის საქართველოც.
თბილისი ევროპის პირველობის ერთ ჯგუფს უმასპინძლებს. თბილისთან ერთად, 2021 წლის ევრობასკეტის მატჩები პრაღაში (ჩეხეთი), კიოლნში, ბერლინში (გერმანია) და მილანში (იტალია) გაიმართება. ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატი 2021 წლის 17 აგვისტოს დაიწყება და 29 აგვისტომდე გასტანს. კონტინენტის ჩემპიონატში 24 ქვეყნის ეროვნული ნაკრებები მიიღებენ მონაწილეობას.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევრობასკეტი 2021-ის საქართველოში ჩატარებას გამოეხმაურა და „ტვიტერში” დაწერა: „ჩვენ ეს შევძელით! ევრობასკეტი 2021-ს საქართველო უმასპინძლებს!”
მომავალი, 2021 წლის ევრობასკეტის მასპინძლობის სურვილი ცამეტმა ქვეყანამ გამოთქვა, საბოლოო მოთხოვნების დაკმაყოფილება კი შვიდმა შეძლო; მათგან ფიბა ევროპამ ის ოთხეული შეარჩია, რომლებიც 2021 წლის შემოდგომაზე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფებს უმასპინძლებენ.
ქართველების რეაქცია, როდესაც გამოცხადდა, რომ ევრობასკეტს საქართველო უმასპინძლებს:
კომენტარები