მსოფლიოპოლიტიკატექნოლოგიები

ფეისბუქი ხუთი მილიარდი დოლარით დაჯარიმდა

აშშ-ის ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ სოციალური ქსელი ფეისბუქი ხუთი მილიარდი აშშ დოლარით დააჯარიმა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, სოციალური ქსელის წინააღმდეგ დაწესებული ჯარიმა კომპანიის მიერ მომხმარებელთა მონაცემთა ბაზასთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემებს უკავშირდება.

აშშ-ის ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ, რომელიც ამ საქმის გამოძიებას გასული წლის მარტიდან აწარმოებს, დაასკვნა, რომ ლონდონში რეგისტრირებულმა საკონსულტაციო ფირმა Cambridge Analytica-მ ფეისბუქისგან კანონის დარღვევით მიიღო სოციალური ქსელის 87 მილიონი მომხმარებლის პირადი მონაცემები, რომლებიც შემდეგ თავისი პოლიტიკური კლიენტების ინტერესების შესაბამისად გამოიყენა.

მედია ვარაუდობს, რომ ამ ინფორმაციას ოფიციალურად მომავალ კვირაში გამოაქვეყნებენ. თუ აღნიშნული დადასტურდება, ეს იქნება ყველაზე დიდი ჯარიმა, რომელიც ტექნოლოგიურ კომპანიას ოდესმე გადაუხდია ფედერალური სავაჭრო კომპანიისთვის.

ფეისბუქის ანალიტიკოსები წინასწარ ვარაუდობდნენ, რომ დაახლოებით 5 მილიარდამდე ჯარიმის გადახდა მოუწევდათ.

მსგავს თემაზე:  იტალიელ მამაკაცს ფეისბუქის პოსტისთვის სასამართლომ სოლიდური ჯარიმა დააკისრა

„უკვე დროა, ფეისბუქი დაიშალოს“

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close