რას არ გაიგებ/ფაქტებიიტალიაკრიმინალისაზოგადოება

იტალიელ მამაკაცს ფეისბუქის პოსტისთვის სასამართლომ სოლიდური ჯარიმა დააკისრა

40 წლის იტალიელ მამაკაცს სასამართლომ 8000 ევრომდე ჯარიმა დააკისრა ფეისბუქზე პოლიციელების გალანძღვისთვის. ამის თაობაზე TODAY.IT წერს.

2013 წელს ლოანოს (სავონა, ლიგურია) მცხოვრებმა ახალგაზრდა მამაკაცმა Facebook-ზე საქალაქო პოლიციის შეურაცხმყოფელი პოსტი გამოაქვეყნა და აი, 6 წლის შემდეგ მას სასამართლომ დააკისრა: 1200 ევრო ჯარიმა, 4000 ევრო – შეურაცხყოფილთათვის მორალური კომპენსაცია და 2600 ევრო – სასამართლოს ხარჯების ანაზღაურება; სწორედ ამდენი დაუჯდა 40 წლის მამაკაცს „მრისხანე“ პოსტი ფეისბუქზე, რომელიც მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც ადგილობრივმა პოლიციამ მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმა გამოუწერა.

ახალგაზრდა კაცს ეგონა, რომ მის პოსტს მარტო ნაცნობ-მეგობრები ნახავდნენ და გული გემრიელად მოიფხანა, სალანძღავი სიტყვები არ დაუშურებია, თუმცა აღმოჩნდა, რომ მისი პუბლიკაცია მერიის თანამშრომლებმაც ნახეს და ქალაქის მერმა ლუიჯი პინოკამ პირადად შეიტანა სარჩელი სასამართლოში: მას ბრალი ედებოდა ცილისწამებასა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა საჯარო შეურაცხყოფაში.

ორიოდე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ პროცესი დასრულდა და სავონის სასამართლოს მოსამართლემ ფრანჩესკო ჯანონემ იტალიელს სოლიდური ჯარიმის გადახდა დააკისრა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close