საზოგადოებაიტალიასაზოგადოებასაქართველო
სექტემბრიდან თბილისის 20 სკოლაში იტალიურის სწავლება დაიწყება
2019-2020 სასწავლო წლიდან, სურვილის შემთხვევაში, მოსწავლეები იტალიურს ისწავლიან, როგორც მეორე უცხოურ ენას.
საქართველოს განთლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ირინა აბულაძე, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, საქართველოში იტალიის რესპუბლიკის ელჩს, ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვდა.
როგორც ანტონიო ბარტოლიმ განაცხადა, იტალიის მთავრობის ინიციატივითა და საქართველოში იტალიის საელჩოს ძალისხმევით, სექტემბერიდან თბილისის 20 სკოლაში იტალიურის, როგორც მეორე უცხო ენის, სწავლება დაიწყება. საელჩო უზრუნველყოფს პედაგოგების მომზადებას, მათ შრომით ანაზღაურებასა და მოსწავლეების სახელმძღვანელოებით მომარაგებას.
სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ წელს პირველად, განათლების საერთაშორისო ცენტრთან თანამშრომლობის საფუძველზე, ქართველი ახალგაზრდები სამაგისტრო პროგრამას იტალიის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში გაივლიან.
ნინო ხოშტარია
კომენტარები