75 წლის ხულიო იგლესიასი კიდევ ერთი, 43 წლის ვაჟიშვილის მამა გახდა

75 წლის ხულიო იგლესიასი 43 წლის ხავიერ სანტოსის ბიოლოგიური მამაა – ასეთი გადაწყვეტილება გამოიტანა ესპანეთის სასამართლომ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სანტოსი თითქმის 20 წლის განმავლობაში ირწმუნებოდა, რომ ხულიო იგლესიასის შვილი იყო. მისი თქმით, 1970-იან წლებში მომღერალმა, რომელიც იმ დროს მოდელ ისაბელ პეისლერთან იმყოფებოდა ქორწინებაში, პორტუგალიელ ბალერინასთან (დედამისთან) გააბა რომანი, კავშირის შედეგადად კი სანტოსი გაჩნდა. იგლესიასი ხავიერის მამობას დიდი ხნის განმავლობაში არ აღიარებდა.

ხულიო იგლესიასს ხავიერ სანტოსის გარდა კიდევ  8 შვილი ჰყავს, მათ შორის, მომღერალი, მოდელი და მსახიობი ენრიკე ინგლესიასი.

ენრიკე იგლესიასი

ესპანელი მომღერალი და კომპოზიტორი ხულიო იგლესიასი ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მუსიკოსია, მას 300 მილიონი ალბომი აქვს გაყიდული.

კომენტარები