ქართველები უცხოეთშიკულტურასაქართველო

უკრაინული „ვოისის“ გამარჯვებული 12 წლის რუისელი მომღერალი ალექსანდრე ზაზარაშვილი გახდა (ვიდეო)

უკრაინული მუსიკალური შოუს – საბავშვო „ვოისის“ გამარჯვებული ქართველი ალექსანდრე ზაზარაშვილი გახდა.

უკრაინული მედია წერს, რომ 12 წლის ქართველი მომღერალი მაყურებლის შეფასებით უდავო ლიდერი იყო. სუპერფინალის პირველ ეტაპზე ალექსანდრე ზაზარაშვილმა ნინო ქათამაძის სიმღერა „ქუჩაში ერთხელ“ შეასრულა. ამის შემდეგ ქართველმა მომღერალმა მენტორებთან, ჯგუფ „ვრემია ი სტეკლოსთან“ ერთად უკრაინულ ენაზე იმღერა მომღერალ კუზმა სკრიაბინის საკულტო სიმღერა „ლიუძი, იაკ კარაბლი“. მაყურებლის შეფასებით, ეს იყო სუპერფინალის ყველაზე ემოციური ნაწილი.

სუპერფინალის მეორე ეტაპზე 12 წლის ქართველმა მომღერალმა სელინ დიონის ჰიტი „ოლ ბაი მაისელფ“ შეასრულა, რის შემდეგაც მას უკვე უწოდეს შოუს გამარჯვებული.

აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე ზაზარაშვილი მსოფლიო მასშტაბით პროექტ „ვოისის“ საუკეთესო მომღერლების რეიტინგში შეიყვანეს.

ალექსანდრე ჯერ მხოლოდ 12 წლისაა. იგი რუისის მეორე საჯარო სკოლაში სწავლობს.

პატარა მომღერალი მშობლებთან და დასთან ერთად ცხოვრობს. დედამ – გულიკო ეგნატაშვილმა საკუთარი ვაჟიშვილის მუსიკალური შესაძლებლობები მაშინ აღმოაჩინა, როდესაც ბიჭუნა 3 წლის იყო.

ალექსანდრე ზაზარაშვილი არაერთი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია. პირველ წარმატებას ქვეყნის ფარგლებს გარეთ მან ბულგარეთში მიაღწია.

ალექსანდრე ქართული მეგაშოუ „ნიჭიერის“ და მუსიკალური პროექტის – „რანინას“ მონაწილეა.

ნინო ხოშტარია

https://youtu.be/kWocrG70DbI

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close