ქართველები უცხოეთშისაქართველოსპორტი

რომან ჭანტურია იტალიაში დაბრუნდა – ბათუმის „დინამოდან“ ისევ „ემპოლიში“

ბათუმის „დინამოში“ საკადრო ცვლილებები გრძელდება. ბოლო სიახლე რომან ჭანტურიას უკავშირდება. კლუბის ოფიციალური გვერდის ცნობით, 23 წლის თავდამსხმელი კლუბს დაემშვიდობა.

„6-თვიანი იჯარა, რომლის მიხედვითაც ფეხბურთელი ჩვენს კლუბში თამაშობდა, ამოიწურა და, შესაბამისად, რომან ჭანტურია ისევ „ემპოლის“ დაუბრუნდა. ჩვენი კლუბისა და გულშემატკივრების სახელით მადლობას ვუხდით რომანს და წარმატებებს ვუსურვებთ“, – წერია ბათუმის „დინამოს“ განცხადებაში.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი „დინამოში“ გასულ ზამთარს ჩაირიცხა. გუნდის მაისურით მიმდინარე სეზონში მან 10 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა. ️

რომან ჭანტურია 15 წლიდან იტალიაში, „ემპოლის“ საფეხბურთო აკადემიაში იზრდებოდა, საიდანაც მთავარ გუნდში, სერია „ა“-ს „ემპოლიში“ დააწინაურეს. თუმცა იტალიის მთავარ ლიგაში არ უთამაშია, იჯარით კი გამოდიოდა პორტუგალიურ „ოლანენსესში“, იტალიურ „პრატოში“, თბილისის „ლოკომოტივსა“ და მალტის „სინგლ ატლეტიკში“.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close