კრიმინალისაზოგადოებაnewsსაბერძნეთი

ხანძრის გამო საბერძნეთის კუნძულ ევბეიდან მოსახლეობა გაყავთ

საბერძნეთში ძლიერ ხანძარს ებრძვიან. კუნძულ ევბეაზე არსებული მძიმე მდგომარეობის გამო მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა. ამის შესახებ New York Post-ი წერს.

მეხანძრეები კუნძულზე ერთდროულად ოთხი ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ. ტყის ხანძრების ადგილზე მობილიზებულია 255 მეხანძრე, 100 სახანძარო მანქანა და 4 ვერტმფრენი.

სტიქიის ლოკალიზებას მაღალი ტემპერატურა უშლის ხელს.

პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით 64 წლის კაცი დააკავა, რომელმაც თავის ეზოში ბალახს ცეცხლი მოუკიდა. გამოძიება ვარაუდობს, რომ შესაძლოა ამან გამოიწვია ტყის ხანძრის პროვოცირება.

გასულ წელ საბერძნეთში, ატიკის ოლქში, მატის დასახლებაში მომხდარმა ძლიერმა ხანძარმა 101 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

მსგავს თემაზე: ვიდეოდოკუმენტი: როგორ გაჩნდა ხანძარი მატის დასახლებაში

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close