რუსეთში სექსით დაკავებული წყვილი მე-9 სართულიდან გადმოვარდა
რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში სექსით დაკავებული წყვილი მე-9 სართულიდან გადმოვარდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
შემთხვევა 5 ივლისს შუაღამისას მოხდა. ren.tv-ს ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლის ბინაში, რომელიც სანკტ-პეტერბურგის ნევის რაიონში, სოლიდარობის პროსპექტზე მდებარეობს, მე-9 სართულზე ხმაურიანი კამპანია შეიკრიბა – 3 მამაკაცი და ერთი ქალი. ისინი სვამდნენ სასმელს და ერთობოდნენ, ყველა კარგად მთვრალი იყო. რაღაც მომენტში ერთ-ერთმა მამაკაცმა და ქალმა სექსით დაკავება მოინდომეს, თუმცა ამისთვის მათ უჩვეულო ადგილი – ფანჯრის რაფა აირჩიეს. სავარაუდოდ, ალკოჰოლის ზემოქმედების გამო წყვილმა წონასწორობა დაკარგა და გადმოვარდა. მამაკაცი დიდად არ დაშავებულა, იგი წამოდგა, ტანსაცმელი შეიფერთხა და წავიდა, ქალმა კი სერიოზული დაზიანებები მიიღო, რის გამოც გარდაიცვალა. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა საგანგებო სამსახურის თანამშრომლები გამოიძახეს. შეთხვევის ადგილზე მოსულ სამართალდამცველებს 25-30 წლის ქალის ცხედარი დახვდათ, იქვე ეყარა დამტვრეული ტელევიზორი და შვაბრა.
თვითმხილველი ქალის თქმით, მან დაინახა, რომ მე-9 სართულის ერთ-ერთი ბინის ფანჯრიდან ჯერ ტელევიზორი გადმოვარდა, შემდეგ კი – ქალი და მამაკაცი. ქალი ასფალტზე თავით დაეცა და მაშინვე გარდაიცვალა, მამაკაცი კი ბუჩქებში ჩავარდა, რამაც იგი გადაარჩინა. მამაკაცი სამართალდამცველების და სასწრაფოს მოსვლამდე გაეცალა იქაურობას.
ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, როდესაც სასწრაფო დახმარების ექიმები მოვიდნენ, ინციდენტის მონაწილე მესამე პირმა მე-9 სართულიდან მათ შვაბრა ესროლა. „გადმოვარდნილ ქალს შარვალი ჰქონდა ჩაწეული, რაც მაფიქრებინებს, რომ სექსით იყვნენ დაკავებულები გადმოვარდნის წინ, თუმცა ზუსტად ვერ ვიტყვი და არც ვიცი“, – თქვა მან.
პოლიცია ინციდენტის მონაწილეთა დადგენას და ახალგაზრდა ქალის სიკვდილის გარემოებას იკვლევს.
კომენტარები